კატეგორიები

წვევამდელები გაზრდილ ხელფასს მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ

წვევამდელები გაზრდილ ხელფასს მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითის და პირველი კლასის რიგითის თანამდებობაზე დასაქმებულებს წოდებრივი სარგო გაეზარდათ.

შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც თავად მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს.

ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის პირველი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება.

წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები