კატეგორიები

„სამხედრო კიევი“ – გამოფენა თბილისში

„სამხედრო კიევი“ – გამოფენა თბილისში

თბილისში საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „სამხედრო კიევი“. ექსპოზიცია “ასტამურ გუმბას” სახელობის მშვიდობის ფონდის ორგანიზებით მოეწყო.

ექსპონატები გვიამბობენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს კიევი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა.

გამოფენილი ფოტოები სხვადასხვა ფოტოკორესპონდენტის ნამუშევარია. ისინი კიეველების ყოველდღიურობას ასახავენ და გვიჩვენებენ, თუ როგორ ებრძვიან ისინი მტერს, როგორ იცავენ სამშობლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ექსპოზიცია თბილისის შემდეგ გორსა და ყვარელში გადაინაცვლებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები