მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის წარმოება და გაყიდვა იკრძალება

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის წარმოება და გაყიდვა იკრძალება

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ძაღლის ხორცის წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი ერთხმად მიიღო.

„ვაცხადებ, რომ 208 ხმით მიღებულია კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ძაღლების ხოცვას, მათი ხორცის წარმოებასა და გაყიდვას“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კიმ იანგ ჯუმ.

კანონპროექტი ჯერ კაბინეტის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი მას ხელს ქვეყნის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი მოაწერს.

ბოლო წლებში სამხრეთ კორეის მთავრობას საზოგადოება აქტიურად მოუწოდებდა, აეკრძალა ძაღლის ხორცის წარმოება. ცხოველთა დამცველების ინფორმაციით, იმ ძაღლებს, რომლებიც თავდაპირველად მოხმარებისთვის იყვნენ გამოყვანილი, ახალ სახლებს მოუძებნიან.

„ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვიბრძვით. ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ეს კანონპროექტი. ჩვენ მთავრობასთან ვითანამშრომლებთ, რომ ძაღლებს სახლებისა და ოჯახების პოვნაში დავეხმაროთ”, – ამბობს ცხოველთა დამცველი, ლი სან კიუნი.

სამხრეთ კორეაში კანონპროექტი ძალაში 2027 წლიდან შევა. ძაღლის ხორცის წარმოება კი 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. თუმცა კანონის მიხედვით, ძაღლის ხორცის ჭამა არ იკრძალება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend