კატეგორიები

ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის

ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის
Copyright AP

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ მის პოზიციას არ ცვლის - ფხენიანი კვლავ მიიჩნევს, რომ ეს წვრთნები პროვოკაციულია. ამგვარი რეაქცია, მოლოდინს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები მალე განახლდება, ამცირებს.

 „ვფიქრობთ, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ეს საერთოდ არ გვაინტერესებს. წვრთნების პროვოკაციული და აგრესიული ხასიათი არ შეიცვლება, თუნდაც მათი ხანგრძლივობა და მასშტაბი შემცირდეს“, - თქვა კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, მან უარყო, რომ ტრამპსა და მის ძმას შორის რაიმე კომუნიკაცია მიმდინარეობს.

ეს იმ ფონზე, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, მედიის კითხვას იმის შესახებ, საუბრობს თუ არა კიმ ჩენ ინთან, ამერიკის შეეღთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მის მოთხოვნას კომუნიკაციაზე უპასუხა.

კიმ იო ჯონგის განცხადება ჩრდილოეთ კორეისთვის დამახასიათებელ მკაცრ რიტორიკას არ შეიცავდა. მან მოკლედ აღნიშნა, რომ მის ძმასა და ტრამპს შორის ურთიერთობები „კვლავ შესანიშნავია“ და გაიხსენა კიმ ჩენ ინის განცხადებები, რომ მას ტრამპთან დაკავშირებით „კარგი მოგონებები“ აქვს.

კიმ იო ჯონგის განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ისინი 11-დღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების, მასშტაბს ამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე პენტაგონს უბრძანა, წვრთნები „მნიშვნელოვნად შეემცირებინა“ და გადაწყვეტილების მიზეზად კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგ ურთიერთობასთან“ ერთად სამხრეთ კორეის უარიც დაასახელა ვაშინგტონის ომის მხარდაჭერაზე.

სამხრეთ კორეელ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის განცხადება წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაკეთდა.

დაკავშირებული ამბები
ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს