მთავარიაზიაავღანეთიავღანელ მიგრანტებს პაკისტანიდან სამშობლოში იძულებით უწევთ დაბრუნება

ავღანელ მიგრანტებს პაკისტანიდან სამშობლოში იძულებით უწევთ დაბრუნება

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მათ დასახმარებლად სახელმწიფოებისგან მეტ დაფინანსებას ითხოვენ

ხაიალ მოჰამამის ოჯახი გასული 17 წელი  ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ პეშავარში ცხოვრობდა.
პაკისტანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლა ხაიალს და მის მცირეწლოვან შვილებს, ავღანეთში დაბრუნება უწევთ, რადგან არც პაკისტანის მოქალაქეობა აქვთ და არც ბინადრობის უფლება.
„თალიბანის მთავრობას ვერანაირ დახმარებას ვერ ვთხოვთ. ავღანეთიდან იმიტომ გამოვიქეცით, რომ იქ ცხოვრება არ გვინდოდა. ახლა უკან დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება წარმოუდგენელია. ნახეთ რა პირობებში ვართ. საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვთ დახმარებას. იქნებ თავშესაფარი უზრუნველყონ ჩვენთვის. ჩვენ რაღაც ნივთები მაინც გვაქვს. არიან ისეთი ოჯახები, ვისაც საერთოდ არაფერი აბადია. არავინ გვეხმარება. არც საკვები გვაქვს, არც წყალი და არც წამლები. ძალიან რთულია ასე ცხოვრება“, – ამბობს ხაიალ მოჰამამი.
ხაიალ მოჰამამს 5 შვილი ჰყავს. შვილები და მეუღლე თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თალიბების მიერ მოწყობილ ბანაკებში ცხოვრება გაუსაძლისი იქნება. სხვა დახმარებას მათ არავინ ჰპირდება.
„იმიტომ ვტირი, რტომ მცივა. წუხელ ძალიან ციოდა და არც არაფერი გვაქვს ნორმალურად დასაძინებლად. არც საბანი, არც ბალიშები. აი, რით დავლიე ჩაი საუზმეზე. ამ მდგომარეობაში ვცხოვრობთ“,- ამბობს ხაიალის შვილი ჰავა მოჰამამი.

 

პაკისტანის მთავრობამ ავღანელ მიგრანტებს ქვეყნის საკუთარი ნებით დატოვების უკანასკნელ ვადად 31 ოქტომბერი დაუწესა.
წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პატიმრობა და იძულებითი დეპორტაცია ელით. მას შემდეგ პაკისტანს ასიათასობით ავღანელი ტოვებს. ისინი უსახლკაროდ არიან. არ აქვთ საკვები, სასმელი წყალი, ჰიგიენური პირობები.
იმის მიუხედავად, რომ „თალიბებმა“ თორხამისა და ჩამანის სასაზღვრო ზოლთან თავშესაფრები მოაწყვეს, ამხელა ნაკადის  გამო, მაინც საშინელი პირობებია.
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები მათ დასახმარებლად სახელმწიფოებისგან მეტ დაფინანსებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend