მთავარიმსოფლიოკავკასია"რუსეთმა სომეხ ხალხს უღალატა" - შარლ მიშელი

“რუსეთმა სომეხ ხალხს უღალატა” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთმა სომხეთს უღალატა.

ევრონიუსთან ინტერვიუში შარლ მიშელი ამბობს, რომ ეს არის გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს ამ კონფლიქტიდან.

,,ჩვენ ახლა შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, თუ რა მოხდა. ამას უკვე ყველა ხედავს. რუსეთმა სომეხ მოსახლეობას უღალატა… რუსეთს სურდა, ადგილზე ჯარისკაცები ჰყოლოდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტად. ჩვენ კი ვიხილეთ, რომ ეს სამხედრო ოპერაცია ადგილზე მყოფი რუსი ჯარის რეაგირების გარეშე ჩატარდა. იმავეს ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, რომელსაც მოგეხსენებათ სამხედრო ძალა არ გააჩნია”, – ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შარლ მიშელი ამ კვირის ბოლოს დაესწრება მოლაპარაკებებს გრანადაში, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.  ევროკავშირი ეცდება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ ახლა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend