მთავარიაზიაიაპონიაფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გადამუშავებული რადიოაქტიური წყლების წყნარ ოკეანეში გაშვება დაიწყეს

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გადამუშავებული რადიოაქტიური წყლების წყნარ ოკეანეში გაშვება დაიწყეს

იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გაწმენდილი და გადამუშავებული რადიოაქტიური წყლების წყნარ ოკეანეში გაშვება დაიწყეს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროს ბირთვული დაკვირვების ორგანომ, კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ოკეანეში ჩაშვებული ნარჩენების რადიოლოგიური ზემოქმედება უმნიშვნელო იქნება.

დასკვნის მიუხედავად ბევრი, მათ შორის მეთევზეები შიშობენ, რომ თუნდაც გადამუშავებული წყლის ოკეანეში ჩაშვება მათ საარსებო წყაროზე უარყოფით გავლენას მოახდენს. საერთაშორისო საზოგადოებრივ ბუნებისდამცველ ორგანიზაცია “გრინპისში” ამბობენ, რომ ფილტრაციის პროცესი უნაკლო არ არის. შესაბამისად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში რადიოაქტიური მასალის უზარმაზარი რაოდენობა ოკეანეში გაიფანტება.

ფუკუშიმას ქარხნის სამი რეაქტორის დნობიდან 12 წელზე მეტი გავიდა. 2011 წელს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მომხდარმა მასშტაბურმა მიწისძვრამ და ცუნამმა რეაქტორი საგრძნობლად დააზიანა. მას შემდეგ, ადგილზე რადიოაქტიური წყალი დაგროვდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა განადგურებული რეაქტორის ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდას.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:01
spot_imgspot_img
Send this to a friend