ოსაკაში გამართულ დემონსტრაციაზე, იაპონელების ნაწილმა პროტესტი გამოტქვა სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალი მიდგომების მიმართ, რომლითაც ქვეყანამ ლეტალური იარაღის ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა და დაზვერვის ეროვნული ბიუროს ჩამოყალიბება გადაწყვიტა.
სამშვიდობო კონსტიტუციის მქონე ქვეყნისთვის, ტოკიოს მიერ თავდცავისა და უსაფრტხოების სტრატეგიის გადააზრება და მასში მეტი მილიტარისტული ელემენტების გამოკვეთა შიშებს აღძრავს.
“ტაკაიჩის ადმინისტრაცია ისეთი შთაბეჭდილებას მიქმნის, თითქოს იაპონია შესაძლოა მილიტარიზმის გზას დაადგეს, და ეს მაშინებს. ამიტომ თავიდან დავიწყე იაპონიის აგრესიული წარსულის შესწავლა. რაც უფრო მეტს ვიგებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის არსებული დღევანდელი დაძაბულობაც დიდწილად სწორედ ამ მოუგვარებელ ისტორიულ საკითხებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ჩავერთე ამ საქმიანობაში” -აღნიშნა პროტესტის ერთერთმა მონაწილემ.
დაზვერვის ახალი ეროვნული ბიურო იაპონიასი 31 ივლისს ამოქმედდა, რაც თავის ხმრივს ქვეყნის პირველი ცენტრალიზებული სადაზვერვო სისტემაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს სანაე ტაკაიჩის ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს იაპონიის სპეც-სამსახურების შესაძლებლობები. ამ ბიუროს ჩამოსაყაილბებლად, მაისში საჭირო გახდა ახალი კანონი და ეროვნული დაზვერვის საბჭოს ჩამოყალიება, ეს ის ცენტრალური ორგანოა, როემლსაც თავად პრემიერი ხელმძრვანელობს, კაბინეტის 9 მინისტრთან ერთად. პროცეში ჩართულია პოლიცია, საგარეო და თავდაცვის უწყებები. ბიუროს აქვს უფლება ამ ორგანოებისგან ინფორმაცია გამოითხოვონ.
საგულისხმოა, რომ სანაე ტაკაიჩის ახალ თავდაცვით და უსაფრთხოებიტ სტრატეგიებს აზიურ სახელმწიფოებში უკვე მოჰყვა წინააღმდეგობა,მათ შორის პრეტენზიები ისმოდა ჩინეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეიდანაც.
