კატეგორიები

სან-დიეგოს ზოოპარკში სუმატრის ვეფხვის 2 ბოკვერი დაიბადა

სან-დიეგოს ზოოპარკში სუმატრის ვეფხვის 2 ბოკვერი დაიბადა

სან-დიეგოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ გამოქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ზოოპარკში დაიბადა  იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სუმატრის ვეფხის ორი ბოკვერი- ძუ და ხვადი, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო  შვიდი წლის განმავლობაში. სუმატრის ვეფხვი ერთადერთი სახეობაა, რომელიც ზონდის კუნძულებზე გადარჩა.

ახლა მსოფლიოში სუმატრის ვეფხვების რაოდენობა 600-მდეა, ამიტომ თითოეული ბოკვერის დაბადება დიდი გამარჯვებაა. დედა ვეფხვს, სახელად დიანას, ბოკვერები ბუნაგში რამდენიმე კვირის განმავლობაში ეყოლება. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მხოლოდ მაშინ შეძლებს საზოგადოება მათ ნახვას.

დაკავშირებული ამბები
ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღო
სხვა ამბები