არაოფიციალური ინფორმაციით, მონაცემების აღრიცხვიდან მოყოლებული ამ კვირის დასაწყისში დედამიწაზე ორი რეკორდულად ცხელი დღე იყო. კლიმატის კრიზისი ახლა უკვე ჯანდაცვის სპეციალისტებსა და ექსპერტებსაც აღელვებთ. სამედიცინო პერსონალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის მობილიზებული ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებული დაავადებებისა და გარდაცვალების შემთხვევების მატების გამო.
ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თუ რატომ მართავს ჯანმო ბუდაპეშტში თავის მეშვიდე მინისტრთა კონფერენციას გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე.
ჯანმოს რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს მიაჩნია, რომ კლიმატის კრიზისი ჯანდაცვის კრიზისია და ის ახლა უკან ხევს ან აქვს პოტენციალი, რომ უკან დასწიოს 50-წლიანი პროგრესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ჰანს კლუგეს თქმით, ორი დღის წინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურა გამოვლინდა. 17,01 გრადუსი ცელსიუსი მსოფლიო მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია. მათ რეგიონში გასულ წელს ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, რომელსაც 20 000 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანმო მოუწოდებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 46 ქვეყანას, კონფერენციაზე მყოფ მინისტრებთან და ექსპერტებთან ერთად შეადგინონ სამოქმედო გეგმა. განცხადებაში ნათქამია, რომ ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ კლიმატის ცვლილების ცუდი შედეგები, რომლებიც, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სისტემების ფუნქციონირებაზე აისახება.