კატეგორიები

ჯანმო ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ მხარდაჭერას ითხოვს

ჯანმო ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ მხარდაჭერას ითხოვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ მხარდაჭერას ითხოვს, რადგან რეაგირების ძალისხმევა ვერ ერევა მის გავრცელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის შესახებ სამ თვეზე ნაკლები ხნის წინ გამოცხადდა, ეს აფეთქება ყველაზე მასშტაბურია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

მთავრობის მიერ გავრცელებული უახლესი მონაცემებით, გამოვლენილია 3,802 შემთხვევა, საიდანაც 1,707 ფატალურად დასრულდა.

აფეთქება ძირითადად კონგოს აღმოსავლეთით მდებარე შორეულ იტურის პროვინციაშია კონცენტრირებული, სადაც შემთხვევათა თითქმის 90% ვლინდება, თუმცა ვირუსი დაუდასტურდათ ხუთ სხვა პროვინციაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ აკვირდება 17 000-ზე მეტ პოტენციურ კონტაქტს, მათი თითქმის 80% ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშაა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დატკიცებული ვაქცინები ან მკურნალობის მეთოდები, ინფიცირებულთან კონტაქტის  შემდეგ პროფილაქტიკური მკურნალობისთვის იტურის პროვინციაში  მიმდინარეობს პრეპარატების ორი კლინიკური კვლევა, ასევე ვაქცინის ორი ცალკეული ტესტირება გაერთიანებულ სამეფოსა და კანადაში.

დაკავშირებული ამბები
ჯანმო ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ მხარდაჭერას ითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს