კატეგორიები

შიმშილობის მეორე დღე – ჭიათურაში მაღაროელები და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” კვლავ ვერ თანხმდებიან

შიმშილობის მეორე დღე – ჭიათურაში მაღაროელები და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” კვლავ ვერ თანხმდებიან

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება, ისინი მეორე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

უკვე მეცხრე დღეა, 3000-ზე მეტი მაღაროელი სამსახურში აღარ დადის, ისინი ამბობენ, რომ ვიდრე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, გაფიცვა არ შეწყდება. მაღროელებს 14 მოთხოვნა აქვთ – მათ შორის – ხელფასების 40%ით გაზრდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება, ტექნიკის განახლება, საკვები ულუფის შეცვლა და უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლება.

მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მედიაციის პროცესში სახელმწიფოც ჩაერთო, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ ხერხდება.

მაღაროელებს მხარს უჭერენ არასამთავრობო სექტორში.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები