მთავარიაზიატაივანისამხედრო მანევრები ტაივანის გარშემო

სამხედრო მანევრები ტაივანის გარშემო

უკვე სამი დღეა რაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია სამხედრო მანევრებს ატარებს.

ეს სამხედრო მანევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურობით, კუნძულ ტაივანის სიახლოვეს იმართება.

სამხედრო მანევრებში ასობით სამხედრო საჰაერო და საზღვაო სამხედრო ხომალდი, მძიმე შეიარაღება, ათასობით ჯარისკაცი, პილოტი და მეზღვაური იღებს მონაწილეობას.

ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლები კი პეკინის მიერ წარმოებულ პოლიტიკას გმობენ, ამავე დროს ტაივანის არმია დროს არ კარგავს და ტაიპეის 542 – ე ბრიგადა კუნძულის ჩრდილოეთ რეგიონებში თავდაცვით სამხედრო სწავლებებს ატარებს.

პეკინსა და ტაიპეის შორის ურთიერთობები ამ ეტაპზე დაძაბულია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებს მიაჩნიათ რომ კუნძული კომუნისტური სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, ტაივანის ხელისუფლება კი ვაშინგტონთან თანამშრომლობით სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ლამობს.

ტაიპეისა და პეკინს შორის ურთიერთობებში ბოლო კრიზისი ტაივანის პრეზიდენტის ცაი ინგ ვენის კალიფორნიაში, ხოლო ამერიკელ კონგრესმენთა ტაივანში საპასუხო ვიზიტს მოჰყვა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით ტაივანსა და უცხოელ მაღალჩინოსნებს შორის დიპლომატიური პროცესი ტაივანურ სეპარატიზმს აქეზებს.

ტაივანის სიახლოვეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მანევრები დღეს დასრულდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend