კატეგორიები

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 9 აპრილს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას იხსენებს.

მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები