კატეგორიები

ბელარუსში ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

3 მარტს მინსკის ლენინის რაიონულმა სასამართლომ ბელარუს უფლებადამცველს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის სასჯელაღსრულების კოლონიაში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“სამარცხვინო უსამართლობა” – ასე გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას.

“ალესმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ტირანიაასთან ბრძოლას. ის ბელარუსის ნამდვილი გმირია და ასე იქნება, მას შემდეგაც, როდესაც დიქტატორი დავიწყებას მიეცემა”, – წერს ტიხონოვსკაია ტვიტერის გვერდზე

 

დაკავშირებული ამბები
ლუკაშენკა ირჩევს მოლაპარაკებებს სახეში „რუსული წესით მუშტების მოქნევის ნაცვლად“ რუსეთი ბელარუსს „აუცილებლობის შემთხვევაში“ სამხედრო დახმარებას ჰპირდება
სხვა ამბები