მთავარიაზიაიაპონიაიპონიაში კოსმოსური რაკეტის გაშვება გაუმართაობის გამო გადადეს

იპონიაში კოსმოსური რაკეტის გაშვება გაუმართაობის გამო გადადეს

იაპონიამ დღეს დაგეგმილი კოსმოსური მისიის ფრენა შეაჩერა და გაურკვეველი ვადით გადადო.

იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ჯახამ, ეიჩ 3 სერიის მძლავრი რაკეტის გაშვება, ამაჩქარებელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო გადადო.

ეს არის პირველადი ვერსია, რასაც კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები ასახელებენ ფრენის ჩაშლის მიზეზად. ამ ხომალდს თავდაცვის სამინისტროს ოპტიკური თანამგზავრი უნდაა გაეტანა დედამიწის ორბიტაზე. ხომალდის ძრავები და ძირითადი დეტალები იაპონიის საჰაერო კოსმოსური სააგენტოს დავალებით, მიცუბიში ჰივიმ დაამზადა.

„დაზუსტებით ჯერ არაფერი ვიცით. ჩვენი სპეციალისტები ხომალდის გაუმართაობის მიზეზს გამოიკვლევენ და მალე გვექნება პასუხები. ვფიქრობ, ეს შეფერხება მარცხი არ არის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ხარვეზი. როგორც კი გავარკვევთ და მოვხსნით პრობლემას, ფრენი სთარირს მაშინვე განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, ეს მალე უნდა მოხდეს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდა ამ ფრენას, ნუ იქნებით იმედგაცრუებული, ფრენა აუცილებლად შედგება და თან მალე”, – განაცხადა JAXA H3-ის ფრენის მენეჯერმა მასაში ოკადამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:01
spot_imgspot_img
Send this to a friend