მთავარიევროპაიტალიაიტალიაში მაფიის 56 წევრი დააკავეს

იტალიაში მაფიის 56 წევრი დააკავეს

ორმოცდათექვსმეტი ადამიანი დააკავეს მაფიის წინააღმდეგ  ჩატარებული ოპერაციის დროს, რომელსაც  პროკურორი ნიკოლა გრატერი ხელმძღვანელობდა.  მათ 250 მილიონი ევროს აქტივებიც დააყადაღეს.

სადამსჯელო ზომები მიმართული იყო ტურიზმის სექტორში ჩართული კლანის წევრების, ასევე ყოფილი რეგიონული მრჩევლის ფრანჩესკანტონიო სტილიტანისა და კალაბრიის რეგიონის ორი ყოფილი ხელმძღვანელის პასკუალ ანასტასისა და ასევე როდოლფო ბოვას წინააღმდეგ.  ოპერაცია ტროპეის რეგიონში ჩატარდა.

ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა გამოძალვისა და დაყაჩაღების სქემა კალაბრიის ტურისტულ ზონაში. მაფიის წევრები სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს აიძულებდნენ, თვეში 20 000 ევრომდე გადაეხადათ.

პროკურორის ინფორმაციით, მაფიის წევრები ზოგიერთ ოფიციალურ პირთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილი ქონების მითვისებაში. მათ ასევე ბრალად ედებათ  მოპარული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend