მთავარიევროპაისლანდიამყინვარი სნაიფედლსიეკუდლი სწრაფი ტემპით დნება

მყინვარი სნაიფედლსიეკუდლი სწრაფი ტემპით დნება

დასავლეთ ისლანდიაში, ამავე სახელწოდების ნაკრძალში, ვულკანური მყინვარი სნაიფედლსიეკუდლია. ჟიულ ვერნი თავის ნაწარმოებში „მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ მყინვარს. თუმცა ახლა სნაიფედლსიეკუდლი საფრთხის წინაშეა.

სნაიფედლსიეკუდლის ნაკრძალის მცველის ჰაკონ აუსგეირსონის თქმით,  უკვე რამდენიმე წელია, შესამჩნევია და ამის მტკიცებულებაც არსებობს, რომ მყინვარი ძალიან სწრაფად პატარავდება.

ადგილობრივებისთვის ამ მყინვარს განსკუთრებული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მათი აზრით, ამ მიდამოებში, როგორც მყინვარის ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით, მყინვარიდან წამოსული ენერგიით ადამიანს დადებითი  შეგრძნებები ეუფლება. მყინვარის გადნობის შემდეგ გაქრება თუ არა ეს ენერგია, ეს უკვე არავინ იცის.

2019 წელს სნაიფედლსიეკუდლზე  ბურღვითი კვლევები ჩატარდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, მყინვარის დიდი ნაწილი საუკუნის შუა პერიოდისთვის უკვე აღარ იარსებებს.

1910 წელს მყინვარის ფართობი 22 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, 2019 წელს კი 10 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend