ისლანდიამ გასულ კვირას რეიკიავიკში ვეშაპებზე ნადირობის მოწინააღმდეგე 21 აქტივისტის გაძევების ბრძანება გასცა. მათი გემი იმ დროს დააკვეს, როდესაც ისინი ვეშაპებზე მონადირეთა ხომალდს აედევნენ.
ისლანდიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ვეშაპებზე მონადირეთა გემის ეკიპაჟმა ხუთშაბათს საღამოს დახმარება ითხოვა, რადგან მიაჩნდათ, რომ საპროტესტო გემ „ბანდეროს“ მხრიდან საფრთხე ემუქრებოდათ.
ხომალდ „ბანდეროს“ ვეშაპზე მონადირეთა მოწინააღმდეგე აქტივისტი პოლ ვატსონის მიერ დაარსებული ჯგუფი მართავს. პოლ ვატსონის ფონდის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, ხომალდზე იმყოფებოდნენ ამერიკიის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და ესპანეთის მოქალაქეეები.
„ისლანდიის სანაპირო დაცვამ „ბანდეროს“ დასაკავებლად ვერტმფრენი, დიდი გემი და სამი გასაბერი ნავი გაგზავნა, რომლებიც სპეცრაზმელებით იყო სავსე, მათ რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ დააკავეს გემი, მას შემდეგ არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია.“ - აცხადებს აქტივისტი, კაპიტანი პოლ უოტსონი.
თუმცა უოტსონი აცხადებს, ეს კიდევ ერთი საბაბია, რომ გააგრძელონ თავიანთიკამპანია.
„ისლანდიის ევროკავშირში წევრობა დამოკიდებულია ვეშაპებზე ნადირობის დასრულებაზე, რადგან ის ევროპული რეგულაციებით იქნება აკრძალული. ევროპარლამენტი სრულად არის ინფორმირებული ამ ქმედებების შესახებ. ჩვენ ვაპირებთ ეს ინციდენტი ყველას გავაგებინოთ.“ - აცხადებს აქტივისტი, კაპიტანი პოლ უოტსონი.
ეკიპაჟი რეიკიავიკის პორტში გემზე იყო გამოკეტილი. პოლიციამ მხოლოდ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ გემის დატოვება.
ნორვეგიასთან და იაპონიასთან ერთად, ისლანდია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ დაშვებულია კომერციული მიზნით ვეშაპებზე ნადირობა.
