მთავარიამერიკააშშნიუ-იორკის ორი მთავარი საავადმყოფოს ექთნები გაიფიცნენ

ნიუ-იორკის ორი მთავარი საავადმყოფოს ექთნები გაიფიცნენ

უკვე მესამე დღეა, რაც ნიუ-იორკის ორ მთავარ საავადმყოფოში   ექთნები არიან გაფიცული. პარალელურად პროფკავშირი, რომელიც ათასობით დასაქმებულს წარმოადგენს, საავადმყოფოების ადმინისტრაციასთან ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ხელფასებისა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას გულისხმობს.

ბრონქსში ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის წინ შეკრებილი ექთნები ამბობენ, რომ აუცილებელია, სამსახურში დამატებით აიყვანონ თანამშრომლები, რომ შემცირდეს ზეწოლა მედპერსონალზე და პაციენტებს უკეთ უმკურნალონ.

ყველა ვალდებულების შესრულებას დიდი დრო სჭირდება, პაციენტებსაც დიდხანს უწევთ ლოდინი. ერთ-ერთი ექთანი ანგელა მაკრი ამბობს, რომ საავადმყოფოში სრული ქაოსია. ამ პირობებში მათ უჭირთ, დააკმაყოფილონ  ექთნისთვის სავალდებულო ელემენტარული სტანდარტები, რაც, მისი შეფასებით,  ძალიან სახიფათოა.

ბრონქსში მცხოვრები ბარბარა ჰარტი ამბობს, რომ აღარასდროს მივა მონტეფიორეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, რადგან საავადმყოფო ძალიან გადატვირთულია. პაციენტები  სამ რიგად იყვნენ განლაგებული. ლოდინის დრო კი საშუალოდ 2 საათია.

ნიუ-იორკის შტატის ექთნების ასოციაციაში გაწევრიანებული ექთნები   ორშაბათს დილიდან გაიფიცნენ. როგორც ცნობილია, მაუნტ-სიანისა და მონტეფიორეს საავადმყოფოებში ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.

თითოეულ საავადმყოფოში 1000-ზე მეტი საწოლია და 3500-ამდე ექთანი მუშაობს. ექთნები აცხადებენ, რომ მათ ზეგანაკვეთური მუშაობა და დასაშვებზე ორჯერ უფრო მეტი პაციენტის მიღება უწევთ. ისინი ხშირად შესვენებას და კვებასაც კი ვერ ახერხებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend