მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცები ბელარუსის საზღვართან წვრთნებს გადიან

უკრაინელი ჯარისკაცები ბელარუსის საზღვართან წვრთნებს გადიან

მე-100 ბრიგადის თითქმის ყველა წევრი მოხალისეა. მასწავლებლები, მშენებლები და სხვა პროფესიის ადამიანები, უკრაინის ჩრდილოეთ ოლქს ამაგრებენ.

უკრაინელი ჯარისკაცები, ვოლინის ოლქში წვრთნებს გადიან.

მე-100 ბრიგადის თითქმის ყველა წევრი მოხალისეა.

მასწავლებლები, მშენებლები და სხვა პროფესიის ადამიანები, უკრაინის ჩრდილოეთ ოლქს ამაგრებენ. ვოლინის იქით უკვე ბელარუსია.

მაშინ, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, ქვეყნის ჯარები მზადყოფნაში არიან, ყველგან… მათ შორის ჩრდილოეთით.
მე-100 ბრიგადის მიერ დაცული მიწის მონაკვეთი, ახლა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებითაა სავსე.

„რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას! რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებული შეიარაღებული ძალებისგან. ჩვენი ინფორმაციით ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისა და დაბომბვისთვის გამოიყენება“,  – ამბობს ოლექსანდრ მაისტრუკი, უფროსი სერჟანტი

ვოლინის ოლქში მოხალისეებმა საგუშაგო პუნქტები მოაწყვეს.

„ამ სიმაღლიდან, აი აქედან ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს. ვხედავთ ყველაფერს, აი გზაჯვარედინს. ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშავოთ ყუმბარმტყორცნებით, ტყვიამფრქვევებით“,- ამბობს ვასილ სიდორჩუკი, მეთაურის მოადგილე

ვოლინის ოლქში, ისევე როგორც სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში, უკრაინელებს, სახლის დატოვება უჭირთ. ყველა მათგანისთვის მძიმეა, უბრალოდ ადგომა და წასვლა, გაქცევა.

„ვერ მივდივარ, არ მინდა ჩემი მიწიდან გაქცევა. სად უნდა წავიდე?? 75 წლის ვარ და ეს მხეცები მაიძულებენ რომ ჩემი მიწა დავტოვო ან მოვკვდე. დაე, თვითონ წავიდნენ ან მოკვდნენ. ღმერთმა გაანადგუროს ისინი”,- ამბობს ვოლინის ოლქის მცხოვრები ნადია ანდრეევა.

„მას შემდეგ, რაც ამ ურჩხულებმა ბუჩაში ჩაიდინეს, ბევრჯერ მიფიქრია რომ უკეთესი იქნება რაკეტა მომხვდეს და ისე მოვკვდე, ვიდრე კიდევ ვუყურო როგორ ექცევიან ეს ურჩხულები უკრაინელ ხალხს“, – ამბობს სვეტლანა ნესტერუკი.

სახლს რომ არ დატოვებენ აქაც ზუსტად იციან.. ცდილობენ ჩვეულებრივად, ისე მოიქცნენ, როგორც ადრე, ომამდე. ისე ვითომ ცხოვრება ჩვეული ტემპით მიდის და მათ თავზე ბომბები არ დაფრინავენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend