კატეგორიები

მარკ რუტე: უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია

მარკ რუტე: უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება  ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია
უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აღნიშნავს, რომ კიევის შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალზე „გამართლებულია“ და რომ ეს ერთი დღით ადრე მოსკოვის მასშტაბურ დარტყმებზე საკადრისი პასუხია.

ეს განცხადებები უკრაინული დრონების სანქტ-პეტერბურგში მდებარე სამიზნეზე დარტყმიდან ერთ დღეში, NATO-ს გენერეალური მდივნის კიევში ვიზიტისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

„ჩვენმხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ან სხვა სამხედრო ობიექტებს, ანუ ლეგიტიმურ სამიზნეებს ვურტყამთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან დიდი პროგრესი აქვს.

მჯერა, რომ ეს დარტყმები გამართლებულია. სულ ერთი დღის წინ უკრაინაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. ჩვენ ამას შესაბამისი პასუხი გავეცით. მაგრამ ნახეთ: ჩვენ მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ან სხვა სამხედრო ობიექტებს, ანუ ლეგიტიმურ სამიზნეებს ვურტყამთ. უკრაინა სწორედ ასე მოქმედებს. მათ უნდა გაიგონ, რომ თუკი ჩვენს წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს გამოიყენებენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. მხოლოდ დროის საკითხია, როდის შევძლებთ საკუთარი მასობრივი დარტყმების მასშტაბის გაზრდას

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს 1 100 კილომეტრს მივაღწიეთ. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის - ეს კონკრეტული სამიზნე და კონკრეტული შედეგია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ამ პრეზიდენტის [ზელენსკის] განკარგულებით შეუძლია. აი, რა შორს წახვედით. მგონი, თქვენ მას ამის გაკეთებისთვის მხოლოდ ორი საათით მიეცით. საბოლოოდ კი ყველაფერი 1 საათსა და 55 წუთში დასრულდა. ანუ მან არ გარისკა“, - განაცხადა მარკ რუტემ.

NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის დედაქალაქში ოთხშაბათს მოულოდნელად ჩავიდა. უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვამდე მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

ამ ვიზიტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს შეუტია - მაშინ, როცა ქალაქი ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ფორუმს, და შესაბამისად, ოფიციალურ პირებსა და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.

უკრაინულმა დრონებმა სამიზნემდე მისაღწევად 1 000 კილომეტრზე მეტი დაფარეს.

ერთი დღით ადრე 23 ადამიანი დაიღუპა კიკიევსა და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად.

დაკავშირებული ამბები
მარკ რუტე: უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია რუსეთის მორიგ იერიშებს უკრაინაში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა