კატეგორიები

გერმანულ სოფელი, რომელზეც ჰორმუზის სრუტის კრიზისი არ აისახა

გერმანულ სოფელი, რომელზეც ჰორმუზის სრუტის კრიზისი არ აისახა
ფელდჰაიმის 130  ბინადარი  ელექტრომომარაგებაში სამჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე სხვა გერმანელი მომხმარებელი. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილობრივებმა ენერგოეფექტური გზით წასვლა გადაწყვიტეს.

სოფელი ელექტროენერგიას იღებს ქარის  რამდენიმე ათეული ტურბინისგან შემდგარი სადგურიდან, ასევე ბიოგაზის ქარხნიდან, რომელიც სიმინდის სალოსზე (რომელშიც ნეხვსა და ჭვავასაც ურევენ)  მუშაობს, ასევე ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე დადგმული მზის პანელებიდან. რაც შეეხება გათბობას, მას ნახერხე მომუშავე ბოილერი აწოდებს სოფელს.

საერთო ჯამში სოფელის საკუთარი ელექტროენერგიის წყარები იმდენ ელექტროენერგიას  აწარმოებენ, რამდენიც სოფელს არ ჭირდება. ამიტომ ზედმეტ ელექტროენერგიას ეროვნული ელექტროგადამცემი ხაზების ქსელზე ყიდიან. ამინდის ცვალებადობის დროს ენერგომომარგებას  ათმეგავატიანი ენერგიის შემნახავი ბატარეა უზურნველყოფს, რომელიც  ნაწილობრივ ევროპული რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა.

ეს მოდელი რომ შეექმნათ, შემოქმედებითი მიდგომა დასჭირდათ - მათ შორის სრულიად ახალი ელექტროგადადამცემი ხაზების ქსელის შექმნაც, რაზეც დიდმა საყოფაცხოვრებო კომპანიებმაც კი უარი განაცხადეს. მაგრამ მაიკლ რაშემანი, რომელიც ამ პროექტის სისრულეში მომყვანი ენერგოკომპანიის Energiequelle-ის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ ასეთ მასშტაბზე გასვლა ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.

„ფელდჰაიმის  მსგავსი პატარა სოფელი სრულიად გამოცოცხლდა - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - როდესაც პირდაპირი სარგებელი მიიღო აქ წარმოებული ელექტროენერგიით. დიდ ქალაქებს, მისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ ენერგიით საკუთარი თავის სრულად დაკმაყოფილება,“ - ამბობს მაიკლე რაშემანი.  „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ეს მუშაობს და ეკონომიკურად გამართლებულია, რომ შეგიძლია ელექტროენერგია მინდვრებიდან პირდაპირ სახლში მიაწოდო ხალხს - სწრაფად და სხვა ქსელის ჩარევის გარეშე - და თან აბსოლუტურად ხელმისაწვდომ ფასად“.

ფელდჰაიმის წარმატება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განსაზღვრა. ესენია: კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მცირე და შეკრული თემი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, გონებაგახსნილი ინვესტორები და როგორც ეროვნული, ისე ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამ მოდელმა შესაძლოა ყველგან არ გამაართლოს. მაგრამ ის თვითკმარი ენერგოდამოუკიდებლობის ნამდვილი მაგალითია.

ავტორი: დენის ლოქტიე

დაკავშირებული ამბები
გერმანულ სოფელი, რომელზეც ჰორმუზის სრუტის კრიზისი არ აისახა „მფრინავი” ბორანი - წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი