მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის დედაქალაქის კლინიკები კოვიდპაციენტებით გადატვირთულია

ჩინეთის დედაქალაქის კლინიკები კოვიდპაციენტებით გადატვირთულია

ჩინეთის დედაქალაქში კოვიდკლინიკებში, პაციენტებისათვის საჭირო საწოლების რაოდენობა ამოიწურა. პაციენტებს მედპერსონალი ახლა უკვე კლინიკების დერეფნებში მკურნალობენ, რაც მძიმე პაციენტების შემთხვევაში ცუდი შედეგებით მთავრდება.

იმის მიუხედავად, რომ დიდ საავადმყოფოებში, ყველა სართულზე დერეფნებიც კი დაკავებულია, სასწრაფო დახმარების ცენტრს, მაინც მიჰყავთ პაციენტები სამკურნალოდ. ახლა ყველაზე რთულ ვითარებაში და მძიმე ზეწოლის ქვეშ, ექთნები და ექიმები იმყოფებიან.

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის მეორე ტალღა, ხელისუფლების მიერ მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვა. აცხადებენ ოფიციალური პირები. გასულ კვირას ევროკავშირმა ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს, მკაცრი შეზღუდვები და მოთხოვნები დაუწესა. ანალოგიურ მიდგომაზე საუბრობენ ჩინეთშიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეების მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend