კატეგორიები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

ევრონიუსის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მანამდე დარჩება, ვიდრე კონსერვატიული პარტია ახალ კანდიდატს არ აირჩევს, რომელიც ავტომატურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება.

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ივლისში გახდა.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს დიდი ბრიტანეთი რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავებას შეძლებს
სხვა ამბები