რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი რკინის ფარდა ეშვება და დასავლეთის ქვეყნები ფრთხილად უნდა იყვნენ. ლავროვმა გუშინ, 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ცივ ომსა და აწმყოს შორის ისტორიულ პარალელებზე ისაუბრა.
ნატოსა და რუსეთს შორის ფუნდამენტური აქტი ჯერ ისევ მოქმედებს. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი არ არის ამ შეთანხმების გაუქმების ინიციატორი. მისი თქმით, ნატოს სამიტზე ხანგრძლივი და ხმაურიანი დისკუსიები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რამდენად საჭიროა ფუნდამენტური აქტი და უმჯობესი ხომ არ იქნება მისი გაუქმება. როგორც ლავროვი ამბობს, საბოლოოდ ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ამ თემას საერთოდ არ შეხებოდნენ.