მთავარიევროპაუკრაინა„მეგონა, რომ დევნილობა მორჩა“ - დევნილობა მეორედ

„მეგონა, რომ დევნილობა მორჩა“ – დევნილობა მეორედ

24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ბევრი მათგანისთვის ეს ტრაგედია პირველი არ არის. არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსული აგრესიის გამო მშობლიური ქალაქების, საკუთარი სახლების დატოვება არაერთხელ მოუწიათ. ისინი ახლა სხვადასხვა ქვეყანას აფარებენ თავს – ახლა მთავარია გადარჩნენ, გადაარჩინონ შვილები, მცირეწლოვანი ბავშვები, ოჯახის წევრები.

„ევრონიუს ჯორჯიას“ რეპროტაჟის გმირისთვის, ნინო ხაჟომიასთვის, დევნილობა მეორედ დაიწყო… მისმა ოჯახმა ხარკოვი დატოვა. სახლიდან თებერვალში წამოვიდნენ, დაბომბვის დაწყებისთანავე. სამშვიდობის გასვლა მარტივი არ იყო. ეძინათ ავტომობილში, დღეები ელოდნენ საზღვრის კვეთას – შემდეგ ათენში გაფრინდნენ, ბოლოს კი საქართველოში ჩამოვიდნენ. თავიდან არ სჯეროდათ, რომ რუსეთი ომს ისევ დაიწყებდა.

მათთვის ეს პირველი ომი არ არის. ომი პირველად აფხაზეთში ნახეს. სოხუმში ცხოვრობდნენ – უყურებდნენ როგორ ბომბავდნენ ქალაქს და კლავდნენ ადამიანებს. ბოლოს კი იძულებით წამოვიდნენ. არაფერი წამოუღიათ, მთავარი გადარჩენა იყო.  როცა სოხუმი დაეცა, ნინოს შვილები იქ აღარ იყვნენ. ის და მისი მეუღლე კი უკრაინელებმა გადაარჩინეს. მათი ახალი ცხოვრებაც სწორედ უკრაინაში დაიწყო.

„აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც – თურმე ასეთ დროს ადამიანი იმას არ დარდობ, რა მოგაქვს, მთავარია – გაიქცე და სიკვდილს გადაურჩე. მეგონა, რომ დევნილობა მორჩა. ვერ ვიფიქრებდი, ხარკოვიდანაც თუ ასე  მოგვიწევდა გამოქცევა“ – ამბობს ნინო ხაჟომია, რომელიც მეუღლესთან, მერაბ ბერიძესთან ერთად საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend