კატეგორიები

ირაკლი ღარიბაშვილი – დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ღარიბაშვილი – დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება

დონეცკის და ლუჰანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ ,,ტვიტერ“ გვერდზე წერს.

,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

Related news
ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა
სხვა ამბები