კატეგორიები

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ F ჯგუფს შვედეთი ლიდერობს

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ F ჯგუფს შვედეთი ლიდერობს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიყო, რომელიც ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ბევრისთვის მოულოდნელად დიდ ი სხვაობით 5-1 დაამარცხა.

სკანდინავიელებმა ანგარიში თამაში დაწყებიდან მალევე გახსნეს, კერძოდ იასინ აიარიმ 7-ე წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი. რომლის მამაც წარმოშობით ტუნისიდანაა, ტუნისთან შეხვედრაში დუბლის გატანა მოახერხა. შვედეთის შემადგენლობაში გაიტანა, ხოლო თითო-თითო გოლი ალექსანდერ ისაკმა, ვიკტორ გიოკერეშსმა და მატიას სვანბერგმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა კი გოლის გატანა მოედანზე შემოსვლიდან 18 წამში შეძლო. ტუნისის ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი გოლის გატანა ომარ რეკიკმა შეძლო.

შვედეთის ნაკრების ბრიტანელი მთავარი მწვრთნელის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ინდივიდუალურად გმამორჩეულ ფეხბურთელებს გუნდურად ეთამაშათ.

„ცხადია, ჩვენთვის შესანიშნავი საღამო იყო. ძალიან კარგი დასაწყისია. ვფიქრობ, მთლიანობაში გუნდმა ძალიან სტაბილური და კარგი თამაში აჩვენა, რამაც ალექსსა და ვიქტორს საშუალება მისცა თავიანთი ხარისხი ეჩვენებინათ. ჩვენთვის ბევრი დადებითი მომენტი იყო, განსაკუთრებით დაცვაში სტაბილურობის მხრივ. ალექსსა და ვიქტორს ერთად ბევრი არ უთამაშიათ, ამიტომ მათ ვარჯიშებზე მოუწიათ მუშაობა. შედეგად კი კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეძლეს. ცხადია, მათ უკან სჭირდებოდათ გუნდი, რომელიც კარგად იმუშავებდა. სწორედ ამაზე ვამახვილებდით ყურადღებას. ვიცით ინდივიდუალური ფეხბურთელების ხარისხი, განსაკუთრებით სხვადასხვა პოზიციებზე, მაგრამ მათ სჭირდებოდათ გუნდურობა.  დღევანდელი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი წინ გადავდგით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საღამოს მოგებით ვისიამოვნებთ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მატჩია. ვიცით, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის შაბათის მატჩს ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს. ეს მართლაც უმაღლესი დონის თამაში იქნება“, - ამბობს შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი.

F ჯგუფის მეორე დაპირისპირება ნიდერლანდებსა და იაპონიას შორის საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა მეორე ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეძლეს. ტექსასის შტატში გამართულ შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრები ორჯერ დაწინაურდა, თუმცა იაპონიამ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მათ იაპონიის ნაკრები სათანადოდ არ შეაფასეს.

„ორჯერ გავედით წინ. პირველი გოლი გავიტანეთ. ვნახეთ, რომ პირველ ტაიმში იაპონიამ განსხვავებული სტილით დაიწყო თამაში. მათ ის მაღალი პრესინგის ვერ ითამაშეს, რაც ჩვეულებრივ კარგად შეუძლიათ. შეიძლება ეს ჩვენდამი პატივისცემის ან ჩვენი შიშის გამო იყო. მაგრამ როცა ჩამორჩნენ, ამის გაკეთება შეძლეს. ასე რომ, პირველი გოლის შემდეგ ჩვენს დაცვას პრობლემები შეექმნა, რადგან ისინი ჩვენს ნახევარზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენდნენ. ფლანგებზე პრესინგის დროსაც გვქონდა პრობლემები. თუ თამაშს გადავხედავთ, ორივე გაშვებული გოლის შემთხვევაში თავუ კარგად ვერ დავიცავით. განსაკუთრებით პირველი გოლის დროს. მეორე გოლის შემთხვევაში კი ბურთთან შეხება უბრალოდ უიღბლო აღმოჩნდა. ფეხბურთი საინტერესო თამაშია, რადგან იაპონიის მეორე გოლის შემდეგ, ისინი თავად  ჩადგნენ დაცვაში. ჩვენ მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო“, - ამბობს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შედეგი დადებითად შეაფასა იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ, თუმცა განაცხადა, რომ მათ სამი ქულის აღება ჰქონდათ დაგეგმილი.

„ჩვენ სამი ქულის მოპოვებას ვცდილობდით და არა მხოლოდ ერთი ქულის, ამიტომ ამ თვალსაზრისით შედეგით იმედგაცრუებული ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ნიდერლანდებია, განსაკუთრებით როცა ორჯერ ჩამორჩი და ორივეჯერ ანგარიშის გათანაბრებას შეძლენ, რაც მარტივი არ არის, ერთი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, იაპონური ფეხბურთის იაპონიის შიდა ლიგის, მწვრთნელებისა და სპეციალისტების განვითარებამ ჩვენი ფეხბურთის სტანდარტი საგრძნობლად აამაღლა. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი აკვირდება 100-ზე მეტ ფეხბურთელს, რომლებიც უცხოურ გუნდებში საერთაშორისო დონეზე აქტიურად თამაშობენ. ისინი იზრდებიან და ვითარდებიან, და სწორედ ამ ზრდამ მოგვცა საშუალება, უფრო ძლიერი და ეფექტიანი გუნდი ვიყოთ“, - ამბობს ჰაჯიმე მორიასუ.

F ჯგუფში 3 ქულით პირველ ადგილზე მყოფი შედვეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ხოლო იაპონიის ნაკრები ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

დაკავშირებული ამბები
კოტ დ'ივუარის ნაკრების გულშემატკივრებმა ეკვადორთან გამარჯვება ქუჩებში აღნიშნეს დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ F ჯგუფს შვედეთი ლიდერობს