ჩრდილოეთ ესპანეთში, ერთ-ერთ საცდელ ობიექტზე, წყალბადზე მომუშავე გიგანტური ძრავა ამოქმედდა. უსაფრთხოების მიზნით მუშაობის დროს შიგნით არავის უშვებენ. მისი მწარმოებელი Wärtsilä აცხადებს, რომ ეს მსოფლიოში პირველი ძრავაა, რომელიც მთლიანად სუფთა წყალბადზე მუშაობს.
„ჩვენ უკან, აქ, Wärtsilä-ს 31 ძრავა სუფთა წყალბადზე მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ გამოყოფს ნახშირორჟანგს, მუშაობს ე.წ. მწვანე სასწვავზე, წყალბადზე“. -აცხადებს Wärtsilä-ს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის განყოფილების ხელმძღვანელი, რასმუს ტეირი.
ტექნოლოგია შექმნილია განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის გადასაჭრელად. ქარისა და მზის ენერგია მუდმივად არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. წყალბადის ძრავების გამოყენება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც განახლებადი ენერგიის გამომუშავება მცირდება, რაც ხელს უწყობს განათების ჩართვას წიაღისეული საწვავის გამოყენების გარეშე.
„სწორედ მაშინ ამოქმედდება ძრავა, რომელიც აბალანსებს ქარისა და მზის განახლებად ენერგიას, უზრუნველყოფს ქსელის გამყარებასა და ხანგრძლივ დაბალანსებას. წყალბადზე მუშაობის შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ ენერგეტიკული სისტემები, რომლებიც ასი პროცენტით განახლებადია“. -აცხადებს Wärtsilä-ს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის განყოფილების ხელმძღვანელი, რასმუს ტეირი.
ეს სისტემა იყენებს წვის ძრავას, რომელიც ადაპტირებულია წყალბადზე მუშაობისთვის. მაგრამ სერიოზული დაბრკოლებები კვლავ არსებობს. ამ ცდებისთვის წყალბადი სატვირთო მანქანებით სამრეწველო გაზის მიმწოდებლისგან მოდის. მასშტაბის გასასზრდელად საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის მილსადენები, საცავები და წყალბადის წარმოების განვითარება.
„ენერგეტიკის სექტორისთვის წყალბადის ფართომასშტაბიანი ადაპტაცია ნამდვილად მოითხოვს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს. ასე რომ, გრძელვადიანი, მოხამარებისთვის საჭირო იქნება ინფრასტრუქტურა, როგორიცაა წყალბადის მილსადენები, ასევე წყალბადის მეტი წარმოება. სწორედ აქ გვჭირდება მკაცრი რეგულიაციები, რათა ეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაშიც განხორციელდეს“.-აცხადებს Wärtsilä-ს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის განყოფილების ხელმძღვანელი, რასმუს ტეირი.
ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის ელექტროენერგიის ნაწილს სახურავის მზის პანელები უზრუნველყოფს. დანარჩენი კი ქსელში არსებული განახლებადი წყაროებიდან მოდის. მომხრეები ამბობენ, რომ წყალბადი შეიძლება განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს, რომელიც ჭარბი ენერგიის შენახვასა და საჭიროების შემთხვევაში მის გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს.
