საფრანგეთში დაგეგმილი სამიტის გახსნამდე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი შვიდეულის წევრი მდიდარი ქვეყნების ლიდერების წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
საფრანგეთის კურორტ ევიან-ლე-ბენში სამდღიანი სამიტის ფარგლებში, რომელიც 15 ივნისს იწყება, ლიდერები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა და გლობალური ეკონომიკური დისბალანსი.
14 ივნისს ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინასთან გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები, ცემენტის ნატეხები და ფეიერვერკები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მომიტინგეებს შორის იყვნენ ეკოლოგები და ფემინისტები, რომლებიც შეუერთდნენ მსვლელობაში მონაწილე იმპერიალიზმის მოწინააღმდეგეებს, დამოუკიდებელი მედიის დამცველებს, პალესტინის უფლებების მხარდამჭერებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს.
შვეიცარიისადასაფრანგეთისხელისუფლებააცხადებს, რომ სამდღიანისამიტისუსაფრთხოებისუზრუნველსაყოფადადგილზე ათასობითპოლიციელიამობილიზებული.
