კატეგორიები

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა
აშშ-სა და ირანში  სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ადასტურებენ. დედაქალაქების ცნობით, პირველადი დოკუმენტი შეჯერდა და მას ხელი უკვე პარასკევს, 19 ივნისს, ჟენევაში მოეწერება.

შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას ლიბანშიც ითვალისწინებს, თუმცა ამ მხრივ ჯერ უცნობია ოფიციალური თელ-ავიოვის პოზიცია და გეგმები. ჯერჯერობით ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომებში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნება. გარკვეული ბუნდოვანების ფონზე, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის სრული აღდგენა და ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის დასასრულიც გამოაცხადა. სამთვენახევრის წინ წამოწყებული ომის დასასრული მან ყველას მიულოცა.ეს ყველაფერი კი საკუთარ დაბადების დღეზე.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გარიგება მიღწეულია. გილოცავთ ყველას. მე სრულად ვაძლევ ავტორიზებას ჰორმუზის სრუტის გახსნას და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ გაუქმებას. მსოფლიოს ხომალდებო, მომართეთ თქვენი ძრავები, დაე იდინოს ნავთობმა. ეს დიდი გარიგება მოიტანს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელი რეგიონისთვის. ბევრ პრეზიდენტს უცდია ირანთან გარიგების მიღწევა, ჩემამდე ეს არავის გამოსდიოდა. რეგიონის ლიდერებმა პირველად იპოვეს პრეზიდენტი, რომელიც მათ მშვიდობის მიღწევაში დაეხმარება. პარასკევს გარიგების ხელმოწერითა და
ჰორმუზის სრუტის გახსნით, განაღმვითი სამუშაოების მიზნების შესაბამისად, საწვავი გააგრძელებს დინებას ორივე მხარეს რეგიონსა და მსოფლიოში“-წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი.

ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადის მოხნა ჯერჯერობით გარიგების ის პირობებია, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს და მედიაც თამამად საუბრობს. სხვა მხრივ, ტექსტის დეტალებს საჯაროდ არც თეირანი განიხილავს  და არც ვაშინგტონში. ითქვა, რომ კვირის ბოლოს, შვეიცარიაში დაგეგმილი ხელმოწერის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება. მანამდე კი მომხდარს ორივე მხარე საკუთარ გამარჯვებად ითვლის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა,რომ ამ საკვანძო გამარჯვების შედეგად, ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება.რაც იყო კიდეც ვაშინგტონის მიზანი,თუმცა დათანხმდა თუ არა ამას თეირანი, ჯერ ისევ გასარკვევია.  გმარჯვებად ფასდება გარიგება ირანშიც, სადაც  მიიჩნევენ, რომ აშშ-ი მათთან ბრძოლაში დამარცხდა.

 

„ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი არ არის დიპლომატიის შედეგი, ეს ჩვენი სამხედრო მიღწევაა. მტერმა, რომელმაც მავნე მიზნების მისაღწევად ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეუტია, განიცადა მძიმე მარცხი, საკუთარ სტრატეგიებში. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კი გამორჩეულ გამარჯვებას მიაღწია ამ ომში. მტერი იძულებული გახდა მოეთხოვა ცეცხლის შეწყვეტა  და მოლაპარაკებები, და სწორედ ამის შედეგია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელშიც ჩვენი ყველა პოზიცია გათვალისწინებულია, მასში მოხვდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიჩნევდით“-აღნიშნა ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ქაზემ ღარიბაბადიმ.

შუამავალი პაკისტანის განცხადებით,მხარეები დოკუმენტის დამუშავებას 19 ივნისის შეხვედრამდე გააგრძელებენ, ხელმოწერა კი უმაღლეს დონეზე შედგება. უცნობია,როდის ექნება ეფექტი პოლიტიკურ გარიგებას უკვე ეკონომიკაზე, რომელიც მსოფლიოს მასთშაბით მნიშვნელოვნად დაზარალდა, მას შემდეგ რაც შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგა