კოტ დ'ივუარის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების უმეტესობას მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი გამარჯვების აღნიშვნა სამშობლოში მოუწია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების გამო, კოტ დ’იუვარელმა გულშემატკივარმა აშშ-ში მუნდიალზე გამგზავრება ვერ შეძლო.
E ჯგუფის შეხვედრაში კოტ დ'ივუარი ეკვადორს დაუპირისპირდა და 90 წუთზე ამად დიალოს გატანილი გოლით 1-0 გაიმარჯვა. გამარჯვება კი „სპილოების“ გულშემატკივრებმა სამშობლოში ქუჩებში გამოსვლით აღნიშნეს.
„სპილოების“ თამაში შეუცდომელი იყო. პატარ პატარა ნაკლები არსებობდა, თუმცა მატჩს 90%-ის განმავლობაშ აკონტროლებდნენ. შეტევაში თავიანთი ძალა აჩვენეს და ჩვენ მათით ძალიან ვამაყობთ. ღამე ტყუილად არ გაგვითენებია!“ - ამბობს „სპილოების გულშემატკივარი, სირილ ბენსონი.
„ვფიქრობ „სპილოებმა“ საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენეს. გარკვეულ მომენტში ეკვადორს შეტევის შესაძლებლობა მივეცით და სწორედ ამ დროს გავიტანეთ გოლი, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. გარშემო საოცარი ემოციებია. მადლობა კოტ დ’ივუარს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქვეყანას“, - ამბობს კოტ დ'ივუარის ნაკრების გულშემატკივარი, რიჩმონდ კუასი.
კოტ დ'ივუარის ფეხბურთელის სეკო ფოფანას თქმით, თამაშისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს ეკვადორი საკუთარ მოედანზე თამაშობდა, რადგან ტრიბუნებზე ძირითადად ეკვადორელი გულშემატკივრები ჭარბობდნენ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ეს არ იყო მარტივი მეტოქე. ძალიან კარგად თამაშობენ და ყველას აჩვენეს, რატომ არ ჰქონიათ წაგება გასულ 17 მატჩში. ძალიან ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ძალებს სათანადოდ აღვიდგენთ და შემდეგ თამაშსაც კარგად ჩავატარებთ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ყველასთვის პირველი იყო. გვქონდა შეგრძნება, თითქოს ისინი სახლში თამაშობდნენ, რადგან ტრიბუნებზე ბევრი ყვითელი მაისური იყო. თუმცა ვიცოდით, რომ პირველ ტაიმამდე გოლის გაშვება არ შეიძლებოდა. მეორე ტაიმში შემტევითი გეგმით დავბრუნდით და საბოლოოდ დაგვიფასდა კიდეც. ჩვენ შევინარჩუნეთ თავდაჯერებულობა და მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით, საბოლოოდ შედეგუ სწორედ ამან მოიტანა“, - თქვა კოტ დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელმა, სეკო ფოფანამ.
ეკვადორის ნაკრების კაპიტანის ენერ ვალენსიას თქმით ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით წაგება გუნდისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო.
„ძალიან მტკივნელული მარცია. მაგრამ, უკვე მომავალზე დავიწყეთ ფიქრი და ეს გასახდელშიც ჩანდა. მას შემდეგ რაც გუნდი სებასტიანმა ბეკაჩეჩემ ჩაიბარა, ბევრი აღმავლობა პერიოდი და ბევრი ჩავარდნაც გვქონდა. თუმცა, ყოველთვის შეგვეძლო სწორე რეაგირება განსაკუთრებით სირთულეების დროს. ესეც სწორედ ერთ-ერთი მსგავსი მომენტი იქნება“, - თქვა ეკვადორის ნაკრების კაპიტანმა, ენერ ვალენსიამ.
E ჯგუფში კოტ დ'ივუარის ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე, ასევე სამი ქულით გერმანიის ნაკრებია, რომელმაც დებიუტანტი კურასაო 7-1 დაამარცხა. მომდევნო ტურში კოტ დ'ივუარი სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო ეკვადორი კურასაოს შეხვდება.
