მთავარიგადაცემებიSmart Regionsმცურავი კუნძულები ბალტიის ყურის სასუქებისგან გაწმენდას ემსახურება

მცურავი კუნძულები ბალტიის ყურის სასუქებისგან გაწმენდას ემსახურება

ბალტიისპირეთის სამხრეთისთვის ჩვეული მრავალი ადგილის მსგავსად, კურშის ყურეს ჭარბი სასუქი აზიანებს. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ხელოვნური მცურავი ჭაობი უწყობს ხელს. ამ ჭაობის კუნძულს ჩვეულებრივი ლელქაში და ტირიფი ქმნის. როდესაც ეს მცენარეები იზრდებიან, ისინი ჭარბი აზოტითა და ფოსფორით იკვებებიან, რაც მდინარეებში უხვად ჩაედინება.

საიდან მოდის ეს ნივთიერებები და რა გავლენას ახდენს  მცურავი კუნძულები? არტურას რათინკოვას-ბათიუკასი იმ პროექტის ხელმძღვანელია, რომელსაც ეს ინიციატივა ეკუთვნის.

“აზოტი ძირითადად სოფლის მეურნეობის ნარჩენი პროდუქტია, ფოსფორი კი მუნიციპალურ ჩამდინარე წყალს მოაქვს“, – ამბობს არტურას რათინკოვას-ბათიუკასი, პროექტ Live Lagoons-ის [„ცოცხალი ლაგუნა“]   კოორდინატორი. „ჩვენ გამოვთვალეთ, თუ რა რაოდენობის სასუქის ამოწოვა შეუძლია ამ კუნძულებს. ერთ კუნძულს წელიწადში იმდენი სასუქის გაწოვა შეუძლია, რამდენსაც ორი ან სამი ოჯახი უშვებს.“

ამ პროექტს 1.2 მილიონი ევროს გრანტი აქვს, რომელიც ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გაიცემა.

პროექტმა Live Lagoon სხვადასხვა ტიპის ხელოვნური კუნძულები ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკაში მოაწყო: გერმანიაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში. ერთი იმ ურბანულ არხში ჩაიდგა, რომელიც კურშის ყურეში ჩაედინება.

იოლანტა ამ კუნძულთან ახლოს ცხოვრობს.  როცა მცურავი კუნძული პირველად დაინახა, გაოცდა.

იოლანტა ინტეჟევა, ქალაქ კლაიპედის მკვიდრი:

“როდესაც პირველად შევამჩნიე, ვიფიქრე, ალბათ, ფრინველებს ჩაუდგეს, რომ ბუდე გაიკეთონ-მეთქი. მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ შესაძლოა, რაღაც ექსპერიმენტთან მქონდა საქმე“.

იურატე და რენატა მეცნიერები არიან. წელიწადში ერთხელ ისინი მცურავი კუნძულიდან მცენარეებსა და ყვავილებს ჭრიან. მცენარეებს ღეროები და ფოთლები სასუქის წყალობით გაეზარდათ. ეს არის სასუქით და ნარჩენებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის ერთი გზა, მაგრამ არა ერთადერთი, როგორც კლაიპედის ზღვის კვლევით ინსტიტუტში  აგვიხსნეს. სწორედ აქ აკეთებენ საცდელი კუნძულებიდან აღებული ნიმუშების ანალიზს.

იურატე ლესუტიენე, ზღვის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გვიხსნის, რომ “კიდევ ერთი გზა წყალქვეშა ნაწილზე გადის, რომელიც ფესვებითა და მცენარეთა ფესვებზე მიკრული მიკროორგანიზმებისაგან შედგება. ისინი ამუშავებენ ორგანულ ნივთიერებებსა და სასუქებს ისე, რომ მათ ატმოსფეროში უშვებენ ან შლამში ფლავენ.“

მეცნიერების მიხედვით, ხელოვნური კუნძულების ირგვლივ წყლის ბიომრავალფეროვნება გაუმჯობესდა და წყალი დაიწმინდა. აქ თევზი და ფრინველი ისევ პოულობს თავშესაფარსა და საკვებს.

“კუნძულებზე ნაპოვნი ბიომრავალფეროვნება ორჯერ აღემატებოდა მისი შემოგარენისას,“ –  ამბობს არტურას რათინკოვას-ბათიუკასი, პროექტ  Live Lagoons-ის  კოორდინატორი.

პროექტ „ცოცხალი ლაგუნის“  მცურავი კუნძულებით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკვე დაინტერესდა.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend