კატეგორიები

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ ავიაიერიშებს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ ავიაიერიშებს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ორშაბათს განხორციელებულ ავიაიერიშებს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ირანი ისარაელს დაემუქრა, ლიბანის დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში, თეირანი მას კვლავ დაარტყამდა.

ისრაელის დარტყმები დაფიქსირდა მარვანიესა და ტირში. მანამდე კი ისრაელმა და ირანმა განაცხადეს, რომ საპასუხო თავდასხმების სერია, რომელიც თეირანმა ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანიის საპასუხოდ დაიწყო, დაასრულეს.

„ქალაქ ტირზე, წითელი ჯვრის ცენტრის სიახლოვეს, ისრაელელი მტრების ავიაიერიშის შედეგად 5 მოწამე დაღუპვა და 8 ადამიანი დაიჭრა. მათგან ოთხი წითელი ჯვრის პარამედიკოსია,“ - ნათქვამია ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური პირი ლიბანის კულტურის სამინისტროდან აცხადებს, რომ წინა დღეს ისრაელის იერიშის შედეგად ტირში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა.

მოგვიანებით მარვანიეზე განხორციელებულმა დარტყმამ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, იმსხვერპლა და 10 დაჭრა. ხოლო გამთენიისას ნაბათიეს ოლქის ქალაქ ზიფტაზე განხორციელებულმა იერიშმა შვიდი ადამიანი მოკლა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, „მათ შორის სირიელი ქალი და ბავშვიც“ არიან.

პარალელურად ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა აცხადებს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო ძალებს შეუტია, თუმცა ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე არაფერს ამბობს.

ამ დარტყმებამდე თეირანმა თელ-ავივი გააფრთხილა, რომ თუკი ისრაელი ლიბანში იერიშებს გააგრძელებდა, ირანი ისრაელზე თავდასხმებს განაახლებდა. თუმცა ისრაელის ლიდერებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ასეთ მუქარას არ შეუშინდებიან.

ისრაელზე იერიშების დასრულების გამოცხადებისას, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ „თუ აგრესიისა და მტრული ქმედებები გაგრძელდება, მათ შორის სამხრეთ ლიბანში, ამას გაცილებით უფრო მკაცრი და გამანადგურებელი ზომები მოჰყვება, ვიდრე აქამდე“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა კი ამ გაფრთხილების შემდეგ პირობა დადო, რომ ისრაელის სამხედრო ძალები „ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებენ“. მისი თქმით, ჩრდილოეთ ისრაელზე ყოველი თავდასხმის საპასუხოდ ისრაელი ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებს დაარტყამს.

ირანი ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის შეჩერება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასაც უნდა მოიცავდეს და კვირას ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რაც იმავე დღეს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი იყო.

ლიბანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰეზბოლამ 2 მარტს ისრაელზე იერიშები  იიტანა და ამით ლიბანი ახლო აღმოსავლეთის ომში ჩართო, ისრაელის დარტყმებს 3 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ ავიაიერიშებს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა ,ჰეზბოლა“ ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებას უარყოფს