კატეგორიები

მუნდიალის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლა აეკრძალა

მუნდიალის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლა აეკრძალა
Getty Images
სომალელი მსაჯი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ემსაჯა, აშშ-ში არ შეუშვეს. ომარ არტანი აშშ-ში მაიამიში სტამბოლიდან ჩაფრინდა, თუმცა აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ის ქვეყანაში არ შეუშვა. შესაბამისად, 34 წლის მსაჯი 2026 წლის მუნდიალს გამოეთიშა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯი მასპინძელმა ქვეყანაში არ შეუშვა.

ომარ არტანმა ფეხბურთის თამაშს თავი ტრავმების გამო ადრეულ ასაკი დაანება და მსაჯობა გადაწყვიტა. მალევე სომალელი რეფერი, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის და FIFA-ს აკრედიტირებული არბიტრი გახდა. ის სომალის სტორიაში პირველი იქნებოდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებდა.

FIFA-მ დაადასტურა, რომ ომარ არტანი წლევანდელ მუნდიალზე მუშაობას ვეღარ შეძლებს და ფეხბურთის მსოფლიო ორგანომ, მსაჯის განცხადებაც გაავცელა.

„არსებული გარემოებების მიუხედავად, დადებით განწყობაზე ვარ. კონცენტრირებული ვარ ჩემს სამსაჯო კარიერაში მომდევნო გამოწვევებზე. მსურს მადლობა გადავუხადო FIFA-ს და CAF-ს მხარდაჭერისთვის და გპირდებით, რომ სამსაჯო დონეს შევინარჩუნებ და პარალელურად მომავალზე ვკონცეტრირდები. მადლობას ვუხდი საფეხბურთო ოჯახს მხარდაჭერისა და გამამხნევებელი შეტყობინებებისთვის. ჩემს კოლეგებს კი მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი, რომ მომავალ ტურნირებზე მათ კვლავ შევუერთდები“, - წერს ომარ არტანი

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურს არ განუმარტავს თუ, რატომ აეკრძალა ომარ არტანს ქვეყანაში შესვლა. თუმცა, არბიტრის სამშობლო სომალი იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დამატებით შემოწმებას ან სამოგზაურო შეზღუდვებს ექვემდებარება.

საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ვინც შტატებში შესვლას ცდილობს, მათ შორის სპორტსმენებიც, მწვრთნელებიც და პერსონალიც, შესაბამის შემოწმებას გადიან.

„მოგზაურმა დამატებითი შემოწმება გაიარა, რაც საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინსპექტირების პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია, როცა ოფიცრებს ინფორმაციის გადამოწმება ან პირის ქვეყანაში დაშვების უფლების განსაზღვრა სჭირდებათ. შემოწმების დასრულების შემდეგ, მოგზაური, რომელიც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯია, შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებების გამო მისი ქვეყანაში შემოშვება დაუშვებლად ჩაითვალა და მას აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა. ქვეყანაში დაშვების გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება სამართალდამცავი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საიმიგრაციო მონაცემების საფუძველზე, რომლებიც შემოწმების მომენტშია ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებაში.

აშშ-ში სომალელი მსაჯის არ შეშვების გადაწყვეტილება, შეერთებული შტატებში მოსფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ პრობლემებს ემთხვევა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მუნდიალთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო ხშირად აკრიტიკებენ. აშშ-ის საიმიგრაციო ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები უკვე შეექმნათ რამდენიმე მოთამაშესა, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ფედერაციების წარმომადგენლებს, მათ შორის აშშ-ში შესვლა აეკრძალა ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. ასევე იმ ნაკრებების მრავალი გულშემატკივარი, რომლებმაც მუნდიალზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, ქვეყანაში შესვლა და საკუთარი ნაკრების გულშემატკივრობას ვერ შეძლებს.

დაკავშირებული ამბები
მუნდიალის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლა აეკრძალა გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობებს აღრმავებენ