კატეგორიები

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს მარკ მედოუსს გასამართლება ემუქრება, რადგან მან უარი განაცხადა, მიეცა ჩვენება  6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტმა, რომელიც თავდასხმის მოვლენებს იძიებს, ერთხმად დაუჭირა მხარი საქმის აღძვრას.

გასულ თვეს იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეს სტივ ბენონს ბრალი წაუყენა იმის გამო, რომ მან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

კონგრესის კომიტეტმა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები მოიპოვა. ერთ-ერთი მათგანია  5 იანვარს მედოუსის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ეროვნული გვარდია მზად იყო ტრამპის მხარდამჭერების დასაცავად. მედოუსი კომენტარს არ აკეთებს. ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის წევრებისთვის. როგორც ცნობილია, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნული გვარდია სამი საათის დაგვიანებით მოვიდა კაპიტოლიუმთან. კომიტეტის წევრებს სურთ, დაადგინონ,  რამდენად იყო ტრამპი ჩართული  ამ საქმეში.

Related news
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის „დიდი პატივი იქნება კუბის ხელში ჩაგდება“ „პრეზიდენტი არაფერს იგონებს“ - თეთრის სახლის პრესსპიკერი მედიის კითხვებს პასუხობს
სხვა ამბები