კატეგორიები

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა დაადასტურა „საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავება. მისი თქმით, სპეცოპერაცია დასრულებულია.

დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ფილიალი თავდამსხმელის მიერ აყვანილმა ყველა მძევალმა დატოვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე
სხვა ამბები