კატეგორიები

პარიზში 2015 წლის ტერორისტულ აქტებში მონაწილეთა სასამართლო პროცესი დაიწყო

პარიზში 2015 წლის ტერორისტულ აქტებში მონაწილეთა სასამართლო პროცესი დაიწყო

8 სექტემბერს პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი დაიწყო დარბაზში, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მოეწყო.

20 მამაკაცს 130 ადამიანის დახოცვა ედება ბრალად, ისინი რესტორნებში, ბარებში, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზსა და ფეხბურთის სტადიონზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

14 ბრალდებული სასამართლო პროცესს დაესწრება, მათგან 11 პატიმრობაშია, 3 კი ჯერჯერობით თავისუფალია. დანარჩენ ექვსს დაუსწრებლად გამოუტანენ განაჩენს, აქედან 5 ბრალდებული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ისლამური სახელმწიფოს მიერ კოორდინირებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა ტერორიზმთან დაკავშირებული კანონების გამკაცრება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, სასამართლო პროცესში 1800-ზე მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. დაზარალებულთა და გადარჩენილთა ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ, სასამართლო პროცესს შორიდან ადევნონ თვალი.

თავდასხმის დროს ერთ-ერთი დაზარალებული კევინი მძიმედ დაშავდა, იგი კონცერტზე ფეხით მიდიოდა. მან 6 თვე გაატარა საავადმყოფოში. მისთვის გაუგებარია, რატომ ჩაიდინეს ტერორისტული აქტი ან რატომ ამოირჩიეს მაინცდამაინც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი.

სასამართლო პროცესი მომავალ წლამდე გაგრძელდება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ განაჩენს 25 მაისს გამოიტანენ.

დაკავშირებული ამბები
პარიზში, სასწავლო პროცესის შემგომ საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრში, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს
სხვა ამბები