კატეგორიები

წყალდიდობა ესპანეთში

წყალდიდობა ესპანეთში

უამრავი ესპანელი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში იმ მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელიც მათ საკუთრებასა და საცხოვრებელ სახლებს მას შემდეგ მიადგა, რაც ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ტარაგონის პროვინციაში ნალექი ამ დრომდე არ წყდება.

ტარაგონის სამხრეთ ნაწილში, ალკანარში კი, 6 საათში ერთ კვადრატულ მეტრზე  250 ლიტრზე მეტი ნალექი მოვიდა. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა.

ვინაროსის დასახლებაში და მთლიანად კასტელონის ჩრდილოეთ ნაწილში ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან, მას შემდეგ, რაც პროვინციას შტორმმა „დანამ“ გადაურა. აქ კვადრატულ მეტრზე 1 საათზე ნაკლებ დროში 159 ლიტრი ნალექი მოვიდა.

მნიშვნელოვნად დაზარლდა არა მარტო სანაპირო, არამედ ქვეყნის შიდა ნაწილი, კერძოდ, კასტილია ლა-მანჩის რეგიონი. ტოლედოს პროვინციაში წყალდიდობამ წალეკა მანქანები, დააზიანა გზები და დატბორა უამრავი შენობა.

ზოგიერთი დასახლების ქუჩები მთლიანად დაიფარა ტალახითა და სხვადასხვა სახის ნარჩენებით. რამდენიმე ადგილას ძლიერ წვიმას ახლდა სეტყვაც, რომელმაც მოსავალი გაანადგურა.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის
სხვა ამბები