კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ მანოსფერო და ვარსკვლავური ომების ახალი სერია დიდ ეკრანებზე - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.
ბოლო კვლევების მიხედვით, ხელოვნებითა და კულტურით გატაცებამ შესაძლოა დაბერების პროცესი შეანელოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარე კვირისთვის კულტურული რეცეპტების დიდი ნუსხა შევადგინეთ.
გამოფენები

ლონდონის Somerset House-ის მუზეუმში 21 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით იმართება გამოფენა სახელწოდებით „Holy Pop!“ გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე პოპკულტურის ვარსკვლავების, ასევე ლიტერატურისა და კინოს პერსონაჟების თავგადაკლული მოყვარულების მიერ შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა ფორმატი: იქნება ეს ფოტოების კოლექცია თუ გმირისადმი მიძღვნილი მთელი საკულტო კუთხე, როგორც დიდი სიყვარულის დასტური.

ამსტერდამის სტედელეიკის მუზეუმი 2 აგვისტომდე მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „მანოსფერო: ვაჟკაცობა დღეს“ („Manosphere: Masculinity Today“). ვაჟკაცობის ცნება არსდროს ყოფილა ისეთი წნეხის ქვეშ, როგორც დღეს. ექსპრესიული იდეოლოგიებითა და ეგოცენტრული პოპულარული ნარცისებით სავსე ეპოქაში ახალგაზრდა მამაკაცებს იდენტობის აღქმა დაუმახინჯდათ - ისინი სულ უფრო მეტად იხრებიან სიძულვილისა და ბრაზისკენ. მამაკაცობის აგრესიულ ფორმებში გამოვლენის ტრადიციულ აღქმასა და დაკუნთული სხეულის სიღრმეში მიმალულ ფსიქოლოგიურ სისუტეს შორის კონტრასტის წარმოჩენა სცადა სტედელეიკის მუზეუმმა ინოვაციური ხელოვნების ნიმუშების გამოფენით. ეს გამოფენა სვამს კითხვას: მაინც რას ნიშნავს, იყო კაცი და ამავდროულად აჩვენებს გენდერული იდენტობის მრავალ ფორმას.
გერმანიაში ქალაქ კასლეში ვილჰემსჰეეს (Wilhelmshöhe Palace) სასახლის გალერეაში ახლახან გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „რემბრანდტი 1632 - როგორ იქმნებოდა ბრენდი“ ('Rembrandt 1632 - Creation of a Brand'), რომელიც 16 აგვისტომდე გაგრძელდება.
ფილმები
22 მაისიდან ევროპის კონოთეატრებში გამოჩნდება ფილმი „ვარსკვალვური ომები: მანადალორიელი და გროგუ“ (Star Wars: The Mandalorian and Grogu), რომელიც „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს კიდევ ერთი გაგრძელებაა.
22 მაისს შერჩეული კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა რომანტიკული კომედია „Finding Emily“. ფილმის მთავრი გმირი ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც ფსიქოლოგიის სტუდენტის დახმარებით ცდილობს იპოვოს თავისი ოცნების ქალი.
ტელესერიალები
Disney+ -ზე უკვე დაიწყო ტელესერიალი „მეტოქეები“ (Rivals), რომლის სიუჟეტიც სავსეა 80-იანი წლების პომპეზური ცხოვრების დეტალებით. სცენაირ ეფუძნება ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც 1988 წელს გამოაქვეყნა მწერალმა ჯილი კუპერმა. ეს სერიალი, რომლის სიუჟეტიც ყოფილი ოლიმპიელის, კონსერვატორ პოლიტიკოსსა და ყოფილ ტელემაგნატს შორის გაჩაღებული მტრობის ირგვლივ ვითარდება, მშვენიერი თავშესაქცევია სამუშაო დღის შემდეგ.
24 მაისს ტელეეკრანებზე ისევ ბრუნდება პროგრამა Adult Swim-ი მე-9 სეზონით, რომელიც 31 აგვისტოდან HBO Max-ის პლატფორმაზეც გამოჩნდება.
მუსიკა
22 მაისს გამოვა ამერიკული როკბენდ Bleachers-ის მეექვსე სტუდიური ალბომი 'Everyone for Ten Minutes', რომლის თემებიც ძირითადად ადამიანის პიროვნულ ზრდასა და ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურ განწყობას ეყრდნობა, რაც ასე გვჭირდება ყველას ახლა.
22 მაისს გამოვა Aja Monet-ის მეორე ალბომი სახელწოდებით 'The Color of Rain', რომელიც ავტორის სიურეალისტური, მუსიკალური პოეზიით არის სავსე.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
