გერმანიის კანცლერი მიანიშნებს, რომ ევროკავშირი აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას უახლოეს დღეებში შეძლებს. ფრთხილი ოპტიმიზმით ნაკარნახევი პროგნოზით ფრიდრიხ მერცი თვის ბოლოს გულისხმობს. ბერლინში აცხადებენ,რომ ამის თქმის საფუძველს აშშ-სთან და ევროკავშირთან არსებული ბოლო კონტაქტები იძლევა, თავად განცხადება კი კანცლერმა მერცმა შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გააკეთა გერმანიაში.
„ჩვენ ვრცლად განვიხილეთ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ვითარება და გამოვთქვით იმედი, რომ შეძლებისდაგვარად მალე მივაღწევთ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ევროპასა და ვაშინგტონის ადმინისტრაციას შორის. ორივეს გვსურს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს და გვქონდეს საიმედო საფუძველი ორმხრივი ვაჭრობისთვის. ცნობილია, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება ამჟამად მიმართულია აშშ-თან სავაჭრო დავის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ამას მომდევნო დღეებსა და კვირებში შევძლებთ. ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ გვაქვს დრო 4 ივლისამდე. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ თარიღებზე , რომლის ფარგლებშიც ც პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. მე სრულად მესმის, რომ ამ საკითხზე შესაბამის შეთანხმებას შვეიცარიასთანაც უნდა მივაღწიოთ“-აღნიშნა მერცმა პრეს-კონფერენციაზე.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფებმა დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცია სრულიად ევროპული ბლოკი. გერმანიის შემტხვევაში პრობლემები ავტომწარმოებლებს შეექმნათ, რომლებიც აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე 25 პროცენტიან სატარიფო მოსაკრებელს იხდიან. 50%-იანი შეზღუდვა აქვთ რკინისა და ალუმინის ექსპორტზე შტატებში. ამ სიტუაციაში მარტო მოქმედებაში ეფექტურობას ვერ ხედავს ბერლინი და სწორედ ამიომაა რომ ფრიდრიხ მერცმა ბოლო განცხადებებში ევროკავშირან ერთობლივი მუსაობას გაუსვა ხაზი.
მედიაში წერენ,რომ შესაძლოა ვაშინგრტონი ბრიუსელმა 10 % -იან ტარიფებზე დაითანხმოს ნებისმიერ ევროპულ პროდუქციაზე, ზოგიერტი მგრძნობიარე გამონაკლისით.შეთანხმების მოახლოებაზე მანამდე აშშ-ის პრეზიდენტიც მიანიშნებდა, თუმცა აგვისტოდან უფრო რთული ტარიფებით იმუქრებოდა, თუ მხარეები 4 ივლისამდე ვერ შეჯერდებიან.
