კატეგორიები

ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს

ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს
Copyright REUTERS

შვედეთის ხელისუფლებამ საფრანგეთისგან ოთხი უმაღლესი დონის ავიამზიდის შესყიდვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

სამხედრო ფრეგატი შემოკლებულად ცნობილია როგორც FDI და მრავალფეროვანი, მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით არის გამორჩეული.

მათ შორის არის მრავალფუნქციური შეიარაღება, საჰაერო-თავდაცვითი სისტემები, კერძოდ ASTER 15-ისა და ASTER 30-ის ტიპის რაკეტები, მესამე თაობის ფრანკო-იტალიური მოწინავე მსუბუქი წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტორპედო Mu90, ასევე მრავალფუნქციური ციფრული რადარი, ხომალდის კორპუსზე დამონტაჟებული ჰიდროლოკაციური საშუალებები, ახალი თაობის რაკეტების გაშვების შესაძლებლობა და სხვა. ფრეგატის სიგრძე 122 მეტრს შეადგენს და მაქსიმალური სიჩქარის 50 კმ/სთ-მდე განვითარება შეუძლია.

ეს გარიგება სტოკჰოლმს 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი უჯდება და მიმართულია ბალტიის ზღვის დაცვასა და შვედეთის საჰაერო-თავდაცვისი შესაძლებლობების გასამმაგებაზე.

„შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის უწყების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველომ გაანალიზეს სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც საერთაშორისო დონეზეა ხელმისაწვდომი და რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს შვედეთის ძალიან მაღალი სტანდარტები.

ამ ანალიზის საფუძველზე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ოთხი ახალი ავიამზიდის შესყიდვის თაობაზე, რომელიც ნაწილია მსხვილი საერთაშორისო თავდაცვითი და სამრეწველო შეთანხმებისა. შვედური სტანდარტებისთვის ყველაზე შესაბამისი აღმოჩნდა ფრანგული ვარიანტი, რომელსაც FDI-ს უწოდებენ“, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.

ამ ოდენობის თანხას შვედეთი თავდაცვის ინდუსტრიაში 1980-იანი წლების შემდეგ პირველად ჩადებს. მოსალოდნელია, რომ სამხედრო ფრეგატების ნაწილს სტოკჰოლმი 2030 წელს მიიღებს.

ნორდიკული ქვეყანა, რომელიც რომელიც NATO-ს წევრია 2024 წლის მარტიდან, აქტიურად მონაწილეობს ალიანსის სამხედრო მანევრებში, ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო კავშირებს უფრო მეტად აღრმავებს.

მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი სამხედრო სფეროს გაძლიერებისთვის 800 მილიონამდე ევროს გამოყოფას გეგმავს.

სტოკჰოლმის ცნობით, თანხა სრულად მოხმარდება საჰაერო უსაფრთხოებისა და დრონებისგან თავდაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც მოიცავს რადარებისა და საზენიტო სისტემების დანერგვა-განახლებას - ეს პროცესი 2027 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

დაკავშირებული ამბები
ბალტიის ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად შვედეთი ფრანგულ ავიამზიდებს ყიდულობს შვედეთში დააკავეს 2 პირი, ვინც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაში