მთავარიევროპაიტალიავენეციის 78-ე კინოფესტივალი დაიწყო

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი დაიწყო

მსოფლიოში უძველესი კინოფესტივალი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში იმართება.

ვენეციის კინოფესტივალი არაფრით ჩამოუვარდება კანის ფესტივალს. აქ დაგხვდებათ საოცნებო გარემო და ნახავთ „ოქროს ლომით“ დაჯილდოებულ, ბოლო წლების საუკეთესო ფილმებს, როგორებიცაა ხოაკინ ფენიქსის „ჯოკერი“, ალფონსო კუარონის „რომა“, თუ ქლოი ჟაოს „მომთაბარე“.

წლევანდელი ფესტივალი, დირექტორის თქმით, განსაკუთრებული იქნება.

„ეს ფილმები საკმაოდ რთულ გარემოში გადაიღეს; იყო პანდემია, ვირუსი, გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების ზომები, თუმცა ეს ყველაფერი კინორეჟისორთათვის შემოქმედებითი სტიმული აღმოჩნდა. ამ რეჟისორთა ფილმების უმეტესობა საუკეთესოთა შორისაა. ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული იქნება“, – აცხადებს ფესტივალის დირექტორი, ალბერტო ბარბერა.

კანისგან განსხვავებით, ლიდოს კუნძულზე „ნეტფლიქსის“ ფილმების ნახვაც არის შესაძლებელი. აქ წარმოდგენილია ამ დროისთვის ყველაზე გახმაურებული ფილმები, მათ შორისაა „ძაღლის ძალა“, ბენედიქტ კამბერბეჩისა  და კირსტენ დანსტის  მონაწილეობით.

ნეტფლიქსი“ ასევე ევროპულ ფილმებს აწარმოებს, ერთ-ერთია იტალიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს (Paolo Sorrentino) ბოლო ფილმი, „ღვთის ხელი“ (the hand of god). ფილმი „ოქროს ლომის“ პრემიაზეა წარდგენილი.

„ეს „ნეტფლიქსის“ მიერ წარმოებული ფილმია, რომელიც კანის ფესტივალზე ვერ მოხვდა. ძალიან გვიხარია, რომ სორენტინო აქ არის, ჩვენთან. იგი ვენეციაში მრავალჯერ ყოფილა. სერიალით „ახალგაზრდა პაპი“ სორენტინო აქ ორჯერ იყო. აქაური დებიუტი კი მისი პირველი ფილმით 1999 წელს შედგა.  მისთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ვენეციაში რომ დაბრუნდა“, – ამბობს ალბერტო ბარბერა.

სორენტინოს ამ ფილმში გადმოცემულია პატარა ბიჭის ისტორია 1980-იანი წლების ნეაპოლში.  ეს ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ბედზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, სპორტსა და კინოზე, სიყვარულსა თუ სიკვდილზე.

ვენეციაში მიმდინარე კინოფესტივალი, რომელიც  10 დღე გრძელდება, 11 სექტემბერს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend