მთავარისაქართველოირლანდიელი ლოიალისტები ტრადიციულ დღესასწაულს აღნიშნავენ

ირლანდიელი ლოიალისტები ტრადიციულ დღესასწაულს აღნიშნავენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები პროტესტანტები „ორინჯის მსვლელობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. ქალაქ პორტადაუნში ლოიალისტებმა 64 მეტრი სიმაღლის ფიცრის კონსტრუქციას ცეცხლი წაუკიდეს. უზარმაზარ კოცონს ათასობით ადამიანი მხიარული შეძახილებით ადევნებდა თვალს. ტრადიცია მეჩვიდმეტე საუკუნიდან მომდინარეობს, როდესაც ინგლისის მეფე უილიამ მესამემ კათოლიკე მეფე ჯეიმზ მეორე დაამარცხა.

„12 წლის ვიყავი, როცა კოცონის დანთება ვისწავლე. უნდა იცოდე, თუ სად უნდა დადგე და სად – არა. ამას ბუნებრივად ითვისებ. ახალგაზრდები მოდიან და გვეხმარებიან კონსტრუქციის აგებაში. ეს კარგია, რადგან ისინი საქმეს აკეთებენ და ცუდ ამბებში არ ეხვევიან“, – ამბობს ადგილობრივი კაილ რასელი.

თუმცა, ამ ღონისძიებას განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ პოლიტიკური აჩრდილიც დაჰყვება.

„ჩვენმა პოლიტიკოსებმა იმედები გაგვიცრუეს. ხალხი ქუჩაში გამოდის გასაპროტესტებლად. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ მთავრობამ რამე არ მოიმოქმედა, საქმე აქ ცუდად წავა“, – ამბობს ადგილობრივი სემი.

ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილის საზღვარზე გარკვეული რეგულაციები დაწესდა, რის გამოც რეგიონმა დიდ ბრიტანეთთან კავშირი ნაწილობრივ დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend