13 მარტს რუსეთში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ბაიკალის ტბაში, ყველაზე დიდი, ღრმა წყლისთვის განკუთვნილი ნეიტრინული ტელესკოპი ჩაუშვეს. ამ ტელესკოპს უმცირესი ნაწილაკების, ნეიტრინების, აღმოჩენა შეუძლია. მრავალი მცირე ნაწილაკი კოსმოსიდან ჩვენი პლანეტისკენ მილიონობით წლის განმავლობაში მოდიოდა და უზარმაზარ ინფორმაციას ინახავს.
ნეიტრინული ტელესკოპი, რომელიც ბაიკალის ტბის ფსკერზე აიგო, ექსპლუატაციაში 13 მარტს ჩაეშვა. ამ ტელესკოპს სპეციალური მოწყობილობები გააჩნია, რომლებსაც ყველაზე პატარა ნაწილაკების, ნეიტრინების, აღმოჩენა შეუძლია. ეს ნაწილაკები მილიონობით წლის განმავლობაში უზარმაზარ მანძილს გადიან, პლანეტებს შორის მოძრაობენ და არაფერთან არ შედიან რეაქციაში.
დუბნას გაერთიანებული ატომური ინსტიტუტის დირექტორი გრიგორი ტრუბნიკოვი აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ, დააფიქსირონ ნაწილაკი, რომელიც დედამიწისკენ 3 მილიარდი წლის განმავლობაში მოდიოდა. რა ინფორმაციაც ამ მოძრაობისას დაგროვდა, ყველაფრის აღდგენაა შესაძლებელი. შესაბამისად, მათ შეუძლიათ, უფრო მეტი შეიცნონ იმ სამყაროს შესახებ, რომელიც ჩვენ გარშემოა, შეიტყონ გალაქტიკების დაბადებისა და გაქრობის საიდუმლო, რისგან შედგება ჩვენი სამყარო და რომელი ობიექტები როგორ მოქმედებენ ერთმანეთზე.
ნეიტრინული ეფექტების განცალკევებას სხვა ხმებისა და სხვა ნაწილაკებისგან ზოგადად წლები სჭირდება. მეცნიერები ასევე ცდილობენ, შორიდან მოსული ნეიტრინებიდან მიიღონ ასტროფიზიკური მონაცემები, რომლებიც ძალიან ძვირფასია.
ატომური კვლევის ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი ალექსანდრ ავრორინი აღნიშნავს, რომ ეს ტელესკოპი არ ჰგავს ჩვეულებრივ ტელესკოპს, რომელიც თივის ზვინში ნემსს ვერ პოულობს. მისი განცხადებით, მთელი ჩვენი დედამიწაა თივის ზვინია და სწორედ ამ მოწყობილობით შესაძლებელია მასში უფრო მცირე ნაწილაკების ძიება.
ბაიკალის ტბაზე პირველი ექპერიმენტები 1980 წლებში დაიწყო. ტელესკოპი კი 1995-წლიდან ფუნქციონირებს და წელიწადში ერთი ან 2 ახალი დანადგარი ემატება. წელს მერვე და მეცხრე დანადგარის დამონტაჟების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ეფექტიანობის მაჩვენებელი. ამ სახით ტელესკოპი ახალ დონეზე გადადის, რომელიც სახრეთ პოლუსზე დამონტაჟებულ „აის ქიუბის“ ტელესკოპის მსგავსი იქნება.