კატეგორიები

რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, უკრაინული დრონის სამგზავრო ავრობუსთან შეჯახების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა.

როგორც რეგიონის კრემლის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი, დენის პუშილინი ამბობს, მოსკოვი-სიმფეროპოლის სამგზავრო ავტობუსს დრონი ქალაქ ენაკიევოში შეეჯახა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი, სვეტლანა პეტრენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება დარტყმაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრიი კოვალენკო კი რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მიერ შემნილ „პარალელურ რეალობაზე“ საუბრობს, თუმცა, მოსკოვის მტკიცებას, რომ ავტობუსს მართლაც დაარტყეს, პირდაპირ არ უარყოფს.

„რუსეთი სამოქალაქო პირებს თავს დრონებით მუდმივად ესხმის... ბუნებრივია, როცა ყველა ამაზე საუბრობს და რუსების ასეთი ქმედებების მტკიცებულებები არსებობს, ისინი მათ მთავარ პროპაგანდისტულ იარაღს იყენებენ და პარალელურ რეალობას ქმნიან,“ - ამბობს ანდრიი კოვალენკო BBC-სთან საუბარში და იმასაც ამატებს, რომ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმების ფონზე, მოსკოვი იგონებს ისტორიებს, რომლებშიც უკრაინის მოქმედებები რუსეთისას გავს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ მგზავრობის რეგისტრაცია 53-მა ადამიანმა გაიარა, თუმცა დაღუპულთა ვინაობა ოფიციალურად გასაჯაროებული ამ დრომდე არ არის.

დაკავშირებული ამბები
რუსული მედია: დონეცკის ოლქში უკრაინული დრონის სამგზავრო ავტობუსთან შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი უკრაინული დრონებით დარტყმების ფონზე გაიხსნა