კატეგორიები

მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას სამწუხარო მოვლენას უწოდებს

მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას სამწუხარო მოვლენას უწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავებას აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი სამწუხარო მოვლენას უწოდებს.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები საქართველოში, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში შტურმთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ცივი თავები გაბატონდებიან და ჯერ კიდევ შესაძლებელია ვითარების დეესკალაცია“, – წერს „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე,მაიკლ კარპენტერი,,ტვიტერზე”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია  სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობის“ ოფისში დააკავეს.

 

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები