კატეგორიები

ალექსეი ნავალნის ახალი ბრალდებები წაუყენეს

ალექსეი ნავალნის ახალი ბრალდებები წაუყენეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კვლავ წარსდგა სასამართლოს წინაშე, ამჯერად მას ბრალად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცყოფა ედება. ალექსეი ნავალის გასულ კვირას ორი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიესაჯა.

ალექსეი ნავალნი გასულ თვეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნებისას დააკავეს. ალექსეი ნავალნიმ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილი სამხილები და დოკუმენტაცია პროკურატურის მიერ გაყალბებულია. რუსი ოპოზიციონერი მის მოწამვლაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ადანაშაულებს. ოფიციალური კრემლი ბრალდებას უარყოფს.

 

დაკავშირებული ამბები
400-ზე მეტი უკრაინული დრონი რუსეთის თავზე - მოსკოვი დაღუპულების შესახებ იუწყება კვლავ უცნობია, იყო თუ არა რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება მოსკოვში მომხდარი აფეთქების მიზანი
სხვა ამბები