ამერიკის შეერთებულ შტატებში აუქციონზე გასაყიდად ცივი ომის ნიმუშებსა და საბჭოთა კავშირის ჯაშუშების ნივთებს გაიტანენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აუქციონია, სადაც ცივი ომის დროინდელი ნივთები სამი ქვეყნიდან – ამერიკიდან, საბჭოთა კავშირიდან და კუბიდან იქნება თავმოყრილი. აუქციონი კალიფორნიაში 13 თებერვალს გაიმართება.
მინიატურული კამერები, სიგარეტის კოლოფებში ჩამალული მიკროფონები, საწერ-კალმები, ბეჭდები და საწამლავით სავსე კბილი. აუქციონზე ეს და საბჭოთა დროინდელი ჯაშუშების სხვა ნივთები გაიყიდება.
აუქციონზე გატანილი იქნება ნიუ-იორკის სუკის ჯაშუშთა მუზეუმის კოლექცია. მუზეუმი 2019 წელს გაიხსნა და 2020 წელს პანდემიის გამო დაიკეტა.
აუქციონის ორგანიზატორის კოდი ფრედრიკის თქმით ამ ნივთების გამომგონებლების უმეტესობა მინიაუტურული ტექნოლოგიის პიონერი იყო.
„მათ შექმნეს პატარა კამერები, მიკროფონები და გადამცემები. ეს ის ტექნოლოგიაა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ. დღეს ხომ ყველას გვაქვს მობილური, კამერა თუ მიკროფონი,“- ამბობს კოდი ფრედრიკმა.
აუქციონზე ასევე გამოტანილია კბილი, რომელიც ციანიდის სასიკვდილო დოზას შეიცავს. ასევე წარმოდგენილია ქოლგა, რომელიც 1978 წელს ლონდონში ბულგარელი დისიდენტის გეორგი მარკოვის მკვლელობისას იყო გამოყენებული.
საბჭოთა დროინდელი ჯაშუშების ნივთების გარდა, აუქციონზე ცივი ომის სხვა ნიმუშების შეძენაა შესაძლებელი, მაგალითად კუბის კომუნისტი ლიდერის ფიდელ კასტროს წერილები.